აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ მომავალ წელს ავრანეთში 8400-ს ჯარისკაცს დატოვებს. რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ობამას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, შეანელებს ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის ტემპს.
ობამას პრეზიდენტობის ვადა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოიწურება. გეგმით, წლის ბოლომდე ავღანეთში 5 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე უნდა დარჩენილიყო. მაგრამ 6 ივლისს ობამამ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ავღანეთში ვითარება კვლავინდებურად მძიმეა და თალიბანი საფრთხეს ქმნის მაშინ, როცა ავღანეთის უშიშროების ძალები ჯერ არ არიან საკმარისად მომზადებული.