თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 7 და დაშავებულია 8 ადამიანი.
ვერტმფრენის ბორტზე სამხედრო მაღალჩინოსნები და მათი მეუღლეები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან რამადანის დასრულების აღსანიშნავად მიემგზავრებოდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა და ცუდი ხილვადობა გახდა.