საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სიმღერის ფესტივალ„აი ია“-ს გამარჯვებული ბავშვები საპატიო დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა. შემოქმედებითი გაერთიანება „ლურჯა ცხენების“ მიერ ორგანიზებული ქართული სიმღერების ფესტივალი „აი ია“ საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ფესტივალს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც, ორი დღის განმავლობაში, მაყურებელს საკუთარიშემოქმედება სხვადასხვა ასაკობრივიჯგუფებისინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და ანსამბლებმა გააცნეს.
ბექა მიქაუტაძემ კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მომავალი თაობის წარმატების საფუძველია, გამგეობის მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, რადგან ეს დღე, შესაძლოა, ბევრისათვის გახდეს კიდეც „აი ია“ დიდ სცენაზე მოხვედრამდე. ქართულ მუსიკას ძლიერი ფესვები და დიდი მემკვიდრეობა აქვს და ჩვენ გვაქს მორალური პასუხისმგებლობა, რომ ამ ყველაფერს არა მხოლოდ გავუფრთხილდეთ, არამედ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. ასეთი ფესტივალები აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს მივცეთ მათი ნიჭის დემონსტრირების შესაძლებლობა და გპირდებით, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობის განვითარება და განათლება იქნება,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.