,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები იყო. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, გაესაჯაროებინა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოა.
„ის ვერსიები, რაც მან წამოაყრანტალა ,,რუსთავი 2“-ის ეთერში არათანმიმდევრული, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები იყო. ის საუბარი, რომ ის საუბრობს სწორედ თითქოს სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებული ინფორმაციით, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მას ჰქონდა განზრახვა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების, რაც თავისთავად დარღვევაა. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს პარლამენტი, ქართული ოცნება კი არ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პირიქით აღმასრულებელ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს ჰყავთ ჩასმული ადამიანები საქართველოს პარლამენტში, ისეთი როგორიც არის სესიაშვილი ბესელია,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" ირაკლი სესიაშვილს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს და პროკურატურისგან დეპუტატის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ირაკლი სესიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ შეიტანა.
”ახმედ ჩატაევი, სამწუხაროდ, იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი და ის საკაკაშვილისგან, გიორგი ლორთქიფანიძისგან იღებდა დავალებებს, მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და უშიშროების ოპერატიული დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა. მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს. ის მუშაობდა სააკაშვილზე”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ,,რუსთავი 2“ -ის ეთერში.