ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის, რადგან ზიკას ვირუსის გადამტანი არ არის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კოღო ანოფელესი.
,,ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, მასთან ბრძოლა მიმდინარეობს. თევზი გამბუზია ანოფელესს ანადგურებს. რაც შეეხება ზიკას, მისი გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავისზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. კუს ტბაზე ცალსახად ეს არ არის. მიმდინარეობს წყალსატევებისა და შენობის შიდა სივრცეების მასობრივი დამუშავება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გარემოს დაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უწყებამ, „საქართველოს მეთევზეთა კლუბთან ერთად - ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს. თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში გამბუზიის სახეობის თევზი გაუშვეს. ამ ჯიშის თევზმა უკვე გაანდგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელს ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში. სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფომრებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.