ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით, გვინდა უფრო მეტად დაცული ქვეყანა ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაანაცხადა.
ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის საბოლოო შეხვედრა გაიმართა. თინა ხიდაშელის თქმით, ვიზიტამდე 4 დღით ადრე კიდევ ერთხელ მოხდა დღის წესრიგის დაზუსტება.
“მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავიდან, როგორც უფრო მეტად დაცული ქვეყანა. ნატოს წევრობა გვინდა სწორედ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცული ქვეყანა. ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით, ამიტომ პარტნიორებისგან ვითხოვთ, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ წუთას საქართველოს გააჩნია, იყოს მაღალ რეგისტრში წარმოდგენილი,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.