ამერიკული პრესის ცნობით, საქართველოს ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია კარიერას გოლდენ სტეიტ უორიორსში გააგრძელებს. მათი ცნობით, 32 წლის ცენტრმა NBA-ს 2015 წლის ჩემპიონსა და უკანასკნელი სეზონის ფინალისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფაჩულია ამ ერთ სეზონში 2,9 მილიონ დოლარს მიიღებს.
ამას გარდა, გუშინვე გოლდენ სტეიტმა 2014 წლის NBA-ს საუკეთესო კალათბურთელი კევინ დურანტიც გაიფორმა.
ზაზამ ფაჩულიამ გასული სეზონი დალას მავერიკსში გაატარა, რომელსაც ის 2015 წელს შეუერთდა და გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.