საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ლევან ვარშალომიძის ბათუმში ჩამოსვლა მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საწინდარია. ამის შესახებ რულოვსმა ჟურნალისტებს ბათუმში, პიაცაზე განუცხადა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად მივიდა.
„ლევანის ჩამოსვლას ჩემთვის სიმბოლური ფორმა აქვს, მიშას ჩამოსვლის საწინდარია. მემგონი, ჩამოვა, თუ ხალხს უნდა“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.