საპარლამენტოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჰმედ ჩატაევს გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა.
მისივე თქმით, ჩატაევი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს უკრაინამ გადმოსცა.
"ჩატაევი უკრაინამ გადმოსცა საქართველოს, მას თხოულობდა რუსეთიც. ჩატაევი საქართველოში აღმოჩნდა, ასრულებდა გარკვეულ შუამავლის როლს. ლაფანყურის ოპერაციის დროს ჩატაევი დაიჭრა, მას ფეხი მოკვეთეს, ხელიც არ აქვს და არის ამავე დროს პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მქონე ავსტრიაში. სააკაშვილის ხელისუფლება მას გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა",-აღნიშნა ვოლსკიმ.