3 ივლისს, 18:00 საათზე ვ. გოძიაშვილის სახელობის სკვერში (ალ. ყაზბეგის გამზირი #16ა) თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ კონცერტი გაიმართება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მისული სტუმრების განწყობის შექმნას პანტომიმის თეატრის მსახიობებიც შეეცდებიან.
კონცერტი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.