2 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ერგნეთში ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება საოჯახო ალბომებში დაცული ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალა; გაიმართება კონცერტი, რომელზეც ქართული და ოსური სიმღერები შესრულდება. ღონისძიება ხორციელდება ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის“ მიერ.
ღონისძიებას დაესწრებიან გორის, ლაგოდეხის და ახმეტის რაიონის სოფლების მაცხოვრებლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუმრები დედაქალაქიდან.