მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძეს იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარი გადაეცა. ნინო სურგულაძემ კონკურსში სახელწოდებით „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“ ნომინაციაში - საუკეთესო მეცო სოპრანო გაიმარჯვა.
დაჯილდოების ცერემონია იტალიაში გაიმართა და მას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ლეგენდარული ბალერინა კარლა ფრაჩი. საღამო ცნობილ ესპანელ მსახიობსა და ტელევარსკვლავს მიჰყავდა.
"მიხარია ეს საოპერო ოსკარი, პირველი საოპერო ოსკარი ქართული საოპერო ვოკალური სკოლისთვის. მე მას ვუძღვნი თითოეულ ქართველს. და ჩემს უსაყვარლეს და დიდ პედაგოგს გულიკო კარიაულს და დედას, ნუნუკას.
წარმატებები მსურს ვუსურვო ყველა ჩვენს უნიჭიერეს ქართველს საქართველოში თუ საზღვარგარეთ!", - აცხადებს სურგულაძე