თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში ათათურქის აეროპორტში ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 11 ადამიანი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა.
სტამბოლში ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 13 ეჭვმიტანილი გუშინ დააკავეს. რუსული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თურქეთის პოლიციამ ჩრდილოკავკასიელებით დასახლებულ რაიონებში რედიები ჩაატარა.
ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 43 ადამიანი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ორგანიზებულია.