ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობაზე ახალმმა მმართველობამ აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამია, რომ ფედერაციის ახალ მმართველობას ვალი 16 785 000 ლარი დახვდა.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალუმა მდივანმა, დავით მუჯირმა ასევე განაცხადა, რომ გარდა ვალისა, ფეხბურთის ფედერაციას შეუსრულებელი ვალდებულებები აქვს.
"თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გვაქვს ფიფასთან და უეფასთან მიმართებაში, რასაც შესაძლოა სანქციები მოჰყვეს. აქტიური მოლაპარაკება გვაქვს ორივე საერთაშორის ორგანიზაციასთან, რათა თავი ავარიდოთ სანქციებს. 17 მილიონი ვალის გარდა, გვაქვს ვალდებულებები. დაწყებული პროექტებია, რომელსაც ჩვენი მოსვლის დროს უკვე ჩამორჩენა და ფინანსური დავალიანება ჰქონდა, შესაბამისად ამ პროექტების ბოლომდე მისაყვანად, დაუგეგმავი, ფინანსური რესურსების მოძიება სჭირდება", - განაცხადა მუჯირმა.