„რკინის თეატრში“ პრემიერაა. 1, 2, 3 და 10 ივლისს, თეატრში წარმოდგენილი იქნება დავით ანდღულაძის სპექტაკლი - „ჩიტები“ (ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით).
სპექტაკლში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები როგორებიც არიან: ნინელი ჭანკვეტაძე, ზურა ყიფშიძე, დავით როინიშვილი, ირაკლი სამუშია, ზაზა თაგოშვილი და ნატო ესაკია.
ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და, თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისთვის ბრძოლას - ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.
ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასითს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან.
სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია - მარტოობა, ადამიანის მარტოობა მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში.
რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ ... რაღაცაზეა დამოკიდებული.
სპექტაკლი „რკინის თეატრში“ 20:00 საათზე დაიწყება.
ბილეთის ფასი კი 5,10,15 ლარია.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ „რკინის თეატრის“ სალაროში, რომელიც მდებარეობს ფანჯიკიძის(ბუდაპეშტის) # 1- ში, ან დარეკოთ ნომერზე 592120815.
მოქმედებს 50%-იანი სტუდენტური ფასდაკლება.
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.