კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მტკიცებით,
ვლადიმერ პუტინს თურქეთის პრეზიდენტმა რუსული თვითმფრინავის პილოტის დაღუპვის გამო მოუბოდიშა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით პესკოვი აცხადებს, რომ ერდოღანს სურს ურთიერთობების აღდგენა და სთხოვს პუტინს იმუშაონ ამ საკითხზე.
ოფიციალურ ინფორმაციაში კრემლი აცხადებს, რომ წერილში ერდოღანი გამოთქვამს წუხილს მომხდარის გამო და ამბობს, რომ თურქეთს არასდროს არ ჰქონდა სურვილი ჩამოეგდო რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავი.
თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი Су-24 2015 წლის 24 ნოემბერს ჩამოაგდეს. თურქული მხარის ცნობით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა. მაშინ Су-24-ის მფრინავი ოლეგ პეშკოვი, რომელმაც კატაპულტირება შეძლო, ”ბოევიკებმა” მოკლეს.
რუსული მხარის მტკიცებით, მისი მკვლელობის უკან თურქეთის მოქალაქე ალპასლან ჩელიკი დგას. ერდოღანის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ჩელიკის წინააღმდეგ დაწყებულია სასამართლო გამოძიება.