რომში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 27 ივნისს განაცხადა, რომ ისრაელმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შერიგების შეთანხმებას, რაც ახლო აღმოსავლეთის ამ ორი ქვეყანას შორის ექვსი წლის განმავლობაში არსებული დაძაბული ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად. ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ანკარაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმაც გააკეთა ანალოგიური განცხადება.
ურთიერთობის გაფუჭება ორ ქვეყანას მოჰყვა ისრაელის სამხედრო-საზღვაო დესანტის მიერ თურქულ გემზე განხორციელებულ რეიდს, რასაც ექვსი წლის წინ 9 თურქი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა. თურქეთის გემები ისრაელის მიერ ორგანიზებული ღაზის სექტორის ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.