ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რიშარდ ჩარნეცკი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო, ევროკავშირის ლიდერებს გადადგომისკენ მოუწოდებს. პოლონურ მედიასთან მან განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგებისთვის ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელი, ამიტომ პოსტებზე უარი უნდა თქვან.
ჩარნეცკის მოსაზრებით, თანამდებობიდან უნდა წავიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.