მსოფლიოში სახელგანთქმული მილიარდელი და ინვესტორი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ევროკავშირს სრული რეკონსტრუქცია სჭირდება იმისათვის, რომ გადარჩეს.
„განხორციელდა კატასტროფული სცენარი, რისიც ყველას ეშინოდა, ევროკავშირის დეზინტეგრაცია პრაქტიკულად გარდაუვალია“, - ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ჯორჯ სოროსმა 25 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.
ბრიტანეთის ეკონომიკა და მოსახლეობა არსებითად დაზარალდება მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ხოლო მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე მანამდე იქნება რყევები, სანამ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის რთული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი გასტანს, - ვარაუდობს სოროსი.