არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ეროვნულ ნაკრებს ტოვებს. ამის შესახებ მესიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის თასის ფინალში არგენტინა ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.
“ჩემთვის ეროვნული ნაკრებისთვის თამაში დასრულდა. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, თუმცა ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონობას ვერ აღწევ”, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
27 ივნისს აშშ-ში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითიდ დრო ფრედ დასრულდა. ხოლო პენალტების სერიაში ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. ამასთან, მესიმ პენალტი გააფუჭა. ამგვარად, არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. არგენტინის ნაკრები ამერიკის თასის ფინალში ჩილესთან ორჯერ დამარცხდა - 2015 და 2016 წელს, ამას გარდა, არგენტინელებმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთანაც წააგეს.
29 წლის ლიონელ მესი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბ “ბარსელონაში” თამაშობს. მესი ოთხჯერ გახდა “ოქროს ბურთის" მფლობელი.