"ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს თქვენი ანთებული სახეები, თქვენი იმედით სავსე თვალები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, თქვენ კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა.ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და, რაც მთავარია, გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია - თქვენი ენერგია, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ძლიერი და პროგრესული, ევროპული ღირებულებების მატარებელი და დემოკრატიული პრინციპების ერთგული პარტიაა, ,,რომელსაც სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა და, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“.