პეტიციამ ევროკავშირის წევრობაზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე ბრიტანეთში უკვე 3 მილიონზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.
,,ბიბისის“ ინფორმაციით, პეტიციაზე ხელმომწერნი აცხადებენ, რომ გამოყენებული უნდა იქნას წესი, რომლის თანახმადაც, თუ, რეფერენდუმში მოსახლეობის 75 % -იანი აქტივობის შემთხვევაში, ,,დარჩენის“ ან ,,გასვლის“ მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლებია, დასაშვებია განმეორებითი რეფერენდუმი.
როგორც ცნობილია 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმში, გაერთიანებული სამეფოს 46 501 241 მოქალაქეს შეეძლო მონაწილეობა. მონაწილეთა აქტივობამ 72.2% შეადგინა. მონაწილეთა 51.9%-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, 48.1%-მა დარჩენას.
გაერთიანებული სამეფოდან ინგლისმა ევროკავშირიდან გასვლას 53.4%-ით დაუჭირა მხარი, ჩრდილოეთ ირლანდიამ ევროგაერთიანებაში დარჩენა აირჩია და ხმათა უმრავლესობა, 55.8% სწორედ ამ არჩევანს მისცა. შოტლანდიაშიც ევროკავშირში ყოფნა აირჩიეს 62%-ით, უელსში კი ალიანსიდან გასვლა 52.5%-ით. შედეგი ინგლისის ამომრჩეველთა სიჭარბემ განაპირობა.