პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და გრეგორი კარასინის მორიი შეხვედრა პრაღაში ხვალ, 27 ივნისს გაიმართება. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე აუცილებლად წამოჭრის გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის საკითხს.
აუცილებლად წამოვჭრი მაქსიმალურად კატეგორიულ ფორმებში, იმ თვალსაზრისით, რომ მკვლელი, დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, რაც შეიძლება სწრაფად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ასევე შსს-მ გააკეთა ძალიან ყურადსაღები განცხადება, იმის თაობაზე, რომ შეიძლება ამ პიროვნების ლიკვიდაცია მოხდეს და მერე დაბრალდეს საქართველოს”, - აცხადებს აბაშიძე.
აბაშიძე-კარასინის ფორმატის განხილვის ერთ-ერთი თემა რუსეთთან გაფორმებული საბაჟო ხელშეკრულებააც იქნება.