დიდი ბრიტანეთის შემდეგ ეროკავშირიდან გასვლის შესახებ საუბარი ფინეთშიც დაიწყო. ახალგაზრდული ორგანიზაციის პარტიამ ,,ჭეშმარიტი ფინელები“ პეტიცია მოამზადა და რეფერენდუმის ჩატარებაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ დროისთვის ინიციატივას უკვე 10 ათასი ხელმომწერი ჰყავს.
პარტიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ევროპაში მხოლოდ ქაოსს იწვევს და ქვეყანა ამ ალიანსისგან უნდა გათავისუფლდეს. იმისთვის, რომ ინიციატივა პარლამენტში განხილვას დაექვემდებაროს, პეტიციას 50 ათასი ადამიანის ხელმოწერა სჭირდება. ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელმოწერების შეგროვება ფინეთში 2013 წელსაც დაიწყეს, თუმცა მაშინ პეტიციას მხოლოდ 30 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.