პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „მომავლის მეხსიერება“ გრძელდება.
25 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, ახალქალაქსა და გარიყულაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
კერძოდ, სოფელ გარიყულაში, „წერეთლების სასახლეში“ (ამჟამინდელ სატყეო დეპარტამენტში) გაიხსნება გამოფენა, რომელიც სოფლისა და მისი მაცხოვრებლების ამბების, მეხსიერების, წარსულის ერთგვარ არქივს წარმოადგენს. გამოფენაში მონაწილეობენ: ჯგუფი „ბულიონი“, ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, გვანცა ჯიშკარიანი, ჯგუფი „სეკატორი“, ნინო ზირაქიშვილი, სოლომონ რაზმაძე, ლია ბაგრატიონი, დათო მიხაილიდი, მარიელ ცხვედი, მარიტა რურუა, კოკა ვაშაკიძე, ნასტასია არაბული, ანა ყოჩიაშვილი, ზიზი ნიშნიანიძე, მაკა კილაძე.
აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, ახალქალაქის ბაზარში, გაიმართება ძველმანების ბაზრობა. ასევე, ფესტივალის ფარგლებში აღდგენილ მე-17 საუკუნის მარანში, სტუმრები თარხნიშვილების ღვინოს დააგემოვნებენ. სოფლის გალავანთან ფონდ „აჰუაჰუ“-ს ორგანიზებული თავისუფალი კინოჩვენებაც მოეწყობა.
ფესტივალის ფარგლებშივე ჟურნალი „ინდიგო“ სოფელში ბიბლიოთეკას დააფუძნებს; ამასთან დაკავშირებით, მწერლები სოფელში საჯარო ლექციებს გამართავენ.
ფესტივალი „მომავლის მეხსიერება“ გარიყულაში, 29 მაისს გაიხსნა.
25 ივნისი, განრიგი:
14:00 გამოფენა. სატყეო შენობა - „წერეთლების სასახლე“
15:00 ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. შეხვედრა პოეტ პაატა შამუგიასთან. „რა ბედი ელის პოეზიას?“
16:00 ძველმანების ბაზრობა
18:00 თარხნიაანთ მარნის გახსნა
21:00 კინოჩვენება
ფესტივალის მომავალი თარიღებია: 31 ივლისი, 17 სექტემბერი, 8 ოქტომბერი
ფესტივალის კურატორები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: 595 85 09 67