სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, პენეტენციურ დაწესებულებაში ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესდა, - ამის შესახებ მან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი დაინტერესდა არის თუ არა პენეტეცნიურ დაწესებულებაში უზრუნვეყოფილი კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული უფლებები.
„2012 წლიდან გრანდიოზული რეფორმები გავატარეთ და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამაზე არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა. მათ შორის იმ ორგანიზაციებმა, რომელთა საქმიანობაში შედის პენეტენციური სისტემის შემოწმება. ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თავად ამ პატიმრებსაც არ გაკუკეთებიათ განცხადებები, რომ მათი უფლებები ირღვევა“, - განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საკითხს, კახიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ის მხოლოდ სასჯელაღსრულების მინისტრის ჭრილში საუბრობს.
„მე არ ვარ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი, რომ დეტალურად მესაუბრა გამოძიების დაწყებაზე და გამოძიების მიმდინარეობაზე“, - აღნიშნა კახიშვილმა.