შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ დავით გერლიანთან დაკავშირებით, „ოდესელების მხრიდან“ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. პროვოკაციად“ აფასებს. მისი თქმით, თავიდანვე ჩანდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია.
,,ეს იყო პროვოკაცია და სხვას ვერაფერს დავარქმევმ ამ ფაქტს, მაგრამ რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს, გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად“, - განაცხადა მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე - ემთხვევა თუ არა პროვოკაციასთან დაკავშირებით ე.წ.კანონიერი ქურდისა და მინისტრის პოზიციები, მღებრიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია „კანონიერი ქურდი“ რა ინფორმაციას ფლობს.
,,ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ვერავინ შემაცვლევინებს ამაზე აზრს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გამოძევება თუ გამოდეპორტირება, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. გერლიანის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წარმოებდა, შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა აღრიცხვაზე დაყენებული გამშვებ პუნქტზე. ამასთან, ის შემოვიდა სხვა გვარით“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი ინფორმაციით, გერლიანი ცდილობდა მიმალვას, თუმცა შსს თანამშრომლებმა იმოქმედეს ოპერატიულად და დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი.
მღებრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერლიანის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ერთ ტელეკომპანიას, ხოლო უკრაინულ მხარეს ოფიციალური უწყებებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ დავით გერლიანს ბრალს დღეს წაუყენებენ.