ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. მისი თქმით, გამოძიება დაახლოებით წელიწადი და ათი თვე მიმდინარეობდა და დადო შედეგები, რომლებიც გუშინ გასაჯაროვდა.
,,თქვენ ყველამ მოისმინეთ, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებეზე, რომლებიც პროკურატურამ შეკრიბა. შესაბამისად, ამაზე მეტს მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.