,,სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, წინასაარჩევნოდ ქცევის კოდექსის მიღების მოწოდებით, ევროსტრუქტურების რეკომნდაციას გამოეხმაურა.
„ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების გამოვლინება, ისინი არ არიან ავტორები ამ ინიციატივის, ისინი უბრალოდ გამოეხმაურნენ ევროსტრუქტურების მოწოდებას, ხელი მოეწეროს მსგავს ფაქტს, რომელიც დაავალდებუელბს პოლიტიკურ პარტიებს შეიკავონ თავი ძალადობისგან,“- განაცხადა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ.
გიორგი კვირიკაშვილი წინასაარჩევნოდ ქცევის კოდექსის მიღებისკენ მოუწოდებს. პრემიერმა სამი ძირითადი საკითხი გამოყო. უმოკლეს დროში მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღება, უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციულ რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა და პოლიციამ ყველაფერი გააკეთოს ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის.