მარსელში, Velodrome მედიაცენტრში შევხვდი და გავესაუბრე ყოფილ თურქ ფეხბურთელს,ამჟამად კი ჟურნალისტს Ozden Ayvaz-ს. მან აღნიშნა,თურქეთში დღესაც კარგად ახსოვთ და ძალიან უყვართ შოთა და არჩილ არველაძები.
კოლეგამ თქვა, რომ "ძმები არველაძეები არამარტო წარმატებით თამაშობდნენ "ტრაბზონსპორში" /1994-1997 წწ./, არამედ თავისი პიროვნული, ადამიანური თვისებების გამო ძალიან შეუყვარდათ თურქეთში".
"ეს სიყვარული ძმები არველაძეების მიმართ დღესაც იგრძნობა თურქეთში, ჩვენთან ძალიან დიდ პატივს სცემენ მათ",-განაცხადა თურქმა ჟურნალისტმა.
მან წარმატებები უსურვა შოთას ახალ ამპლუაში-თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
თენგიზ პაჭკორია, მარსელი
==================================
ფოტო
თურქეთის ტელევიზიის და რადიოს კორესპონდენტი Ozden Ayvaz და თ.პ.