ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით პირველად წარდგება უკრაინელი დეპუტატი ნადია სავჩენკო. სავჩენკო უკვე სტრასბურგში იმყოფება. მან კომენტარი გააკეთა ,,რუსტავი 2” - თან და აღნიშნა, რომ იმუშავებს როგორც უკრაინელებისათვის, ასევე რუსი ხალხისთვის.
„პირველ რიგში, ჩემი გზავნილი იქნება ის, რომ ვიმუშავებ უკრაინელებისთვის და თქვენთვისაც, ასევე რუსი ხალხისთვისაც, რომ ისინი ხელისუფლების უზურპაციისგან გათავისუფლდნენ,“- განაცხადა ნადია სავჩენკომ.
ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიხსნება, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციას მოისმენენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყოველ შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და მედია პლურალიზმზე ისაუბრებენ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დაგეგმილ შეხვედრებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას.