მოსკოვში გლოვის დღეა გამოცხადებული. კარელიის რეგიონში მომხდარი ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 14 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, გამოძიება მიმდინარეობს.
დაღუპულები საზაფხულო ბანაკის დამსვენებლები იყვნენ. მათი ასაკი 14 წელს არ აღემატებოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია ბანაკის 4 თანამშრომელი.
ტრაგედია კარელიის რეგიონში ტბაზე ექსკურსიის დროს მოხდა. სულ ღონისძიებაში 47 ბავშვი და 4 ინსტრუქტორი იღებდა მონაწილეობას. ამინდის გაუარესების გამო, ნავების ნაწილი გადაბრუნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.