მარსელში, ისლანდია-უნგრეთის მატჩზე, უნგრული ფეხბურთის მხარდამჭერებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები მარსელის სტადიონზე შევიდნენ.
„ევრო 2016“, რომელიც საფრანგეთში იმართება, ძალადობით გამოირჩევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარსელი, სადაც გასულ კვირას რუსეთისა და ინგლისის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ინგლისი-რუსეთის მატჩის წინ და მისი დასრულების შემდეგ, გულშემატკივრები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.