საფრთხე რუსეთის მხრიდან რეალურია, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა.
”საფრთხე რუსეთის მხრიდან რეალურია. ეს არა არის ფიქტიური საფრთხე და არც მხოლოდ პოლიტიკური. რუსეთმა მოახდინა ჩვენი მოკავშირის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. აგრესიულად საუბრობს პოლონეთსა და სხვა ჩვენს მოკავშირეებზე. ამ საფრთხეზე მკაფიოდ და ნათლად უნდა ვისაუბროთ. სწორედ ამიტომ ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა აბრამსის ტანკებისა და აშშ-ის სამხედროების დანახვაზე ესალმებიან მათ სიხარულით”, - განაცხადა ანტონი მაცერევიჩმა.
შეგახსნებთ, რომ 17 ივნისს პოლონეთში ნატოს სამხედრო სწავლება ანაკონდა 2016 დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა 31 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.