აშშ-ის მეცნიერებმა გედის თანავარსკვლავებში აღმოაჩინეს ორი უჩვეულო ვარსკვლავი, რომელთა გარშემო ბრუნავს რეკორდულად მაღალი მასის პლანეტა.
სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის თანამშრომელი, ასტრონომი სტივენ კეინი აცხადებს, რომ კოსმოსური აპარატის Kepler-ის მუშაობის პერიოდში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ამ პლანეტამ ორივე ვარსკვლავის დისკზე გაიარა და ისინი დააბნელა.
”ის რომ ჩვენ შევძელით მისი პოვნა არის საოცრება. ჩვენ არ მოველოდით ასეთი რამის ნახვას. მაგრამ ჩვენ ის ვნახეთ და დავრწმუნდით მის არსებობაში”, - განაცხადა მეცნიერმა.
დედამიწიდან 3,7 ათასი მზის წელიწადის მანძილზე, გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით ნაპოვნი ეკზოპლანეტა, Kepler-1647-ს ირგვლივ 1107 დღის ანუ სამი წლის განმავლობაში უვლის.
პლანეტა 2015 წლის დეკემბერში იქნა აღმოჩენილი, მაგრამ მეცნიერებს რამდენიმე თვე დასჭირდათ მისი მასისა და ორბიტალური მახასიათებლების დასადგენად.
პლანეტა დედამიწაზე დაახლოებით 480-ჯერ მძიმეა, ხოლო მისი რადიუსი 1,06-ით მეტია იუპიტერის რადიუსზე.
პლანეტა ე.წ. სიცოცხლის ზონაში იმყოფება.