რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიესალმა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მზადყოფნას, აშშ-რუსეთის ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენის შესახებ.
”მე ვთქვი, რომ ტრამპი ნათელი ადამიანია. რა - არ არის ნათელი? სხვა არანაირი დახასიათება მასზე არ გამიკეთებია”, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მიესალმება ტრამპის მზადყოფნას ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენის თაობაზე.
”ჩვენ არასოდეს ვერევით სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ვიმუშავებთ ნებისმიერ პრეზიდენტთან”, - განაცხადა პუტინმა.
შეგახსნებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.