გაერო-მ ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე იეზიდთა გენოციდში დაადანაშაულა.
გაერო-ს სპეციალური კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აღნიშნულ ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან. დოკუმენტში საუბარია ჯიჰადისტების მიერ მოკლული ათასობით იეზიდის, ასევე მონობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების შესახებ.
გაერო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" მიზნად დაისახა იეზიდთა სრული განადგურება. გაერო-ს კომისია საერთაშორისო საზოგადოებას იეზიდთა გენოციდის აღიარებასა და მათ გადასარჩენად ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.