იორდანიაში, უძველეს ქალაქ პეტრაში უზარმაზარი საცერემონიო პლატფორმა აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ 2150 წლის ასაკისაა.
მონუმენტის აღმოსაჩენად თანამგზავრული ფოტოგრაფია და დრონით გადაღებული სურათები გამოიყენეს. ტერიტორია ქვიშით იყო დაფარული და ზომაში 56X49-ზეა.
„ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელად, პეტრა თვალსაჩინო ძეგლია. ადგილზე ჩატარებული საველე სამუშაოებიდან ორი საუკუნიდანაც კი, ამ ძეგლზე მონუმენტური სტრუქტურების ახალ-ახალი აღმოჩენები გრძელდება“, — აცხადებს არქეოლოგი სარა პარსაკი.
არქეოლოგების აზრით, აღმოჩენილი ძეგლი წარსულში დიდებული სტრუქტურა ყოფილა, აღმოსავლეთიდან ასასვლელი კიბეებითა და სვეტებიანი კედლებით.
ძეგლის მიმდებარედ აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი მიუთითებს, რომ სტრუქტურის ასაკი დაახლოებით 2 150 წელზე მეტია.
მონუმენტი პეტრადან სამხრეთით, კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.
ძვ. წ. 400-დან ახ. წ. 106 წლამდე, პეტრა ნაბატეის სამეფოს დედაქალაქი იყო. მეცხრამეტე საუკუნის ადრეულ წლებამდე კი პეტრას შესახებ დასავლური სამყაროსათვის არაფერი იყო ცნობილი.