17 -დან 19 ივნისის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან და ირანიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და თურქეთიდან. დასწრება თავისუფალია.
ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ განაცხადა:
ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, უკვე მესამეწელია ამ ტურნირის გენერალური სპონსორები ვართ და ამასთან ერთდ საცხენოსნო სპორტის ფედერაციას 2013 წლიდან უჭერთ მხარს. ვთვლით,რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდით მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტის ამ სახებით. ეს ტურნირიც, ვითიბის თასზე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.