17 ივნისს, 17.00 საათზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიხსნება გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებსა და არქივებში დაცული ფოტოები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია რთველი, ღვინის დაწურვა, ღვინის მნიშვნელობა სადღესასწაულო სუფრაზე, თიხის სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი, ქვევრები და ა.შ.
გამოფენის ორგანიზატორია კულტურული მემკვიდრეობის კურატორი ანა ჭეიშვილი.
აღნიშნული გამოფენა წარმოდგენილი იყო პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIV), სადაც სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.