დღეს, 16 ივნისს, 17:00 საათზე, ქ.თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება რიგით მეცხრე ლიტერატურული კონკურსის „მცირე პროზა" დაჯილდოების ცერემონია. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით და იგი სტუდენებისთვისაა განკუთვნილი.
სამ საპრიზო ადგილზე გამოვლენილ კონკურსანტს გადაეცემა ოტია იოსელიანის სახელობის ფულადი პრემია. სწორად, ამ დღეს აღინიშნება მწერლის დაბადებიდან 86-ე წლისთავი. 10 ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულებს სიგელებს, სამახსოვრო მედლებს და წიგნებს გადასცემენ მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდნენ დედაქალაქში.
მუზეუმის მიერ კონკურსი 2005 წლიდან იმართება და იგი ემსახურება ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, ახალი სახელების წარმოჩენას ქართულ მწერლობაში და ამ ჟანრის „მცირე პროზის" განვითარებას.