აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტომა ვაშინგტონში გამართულ დასკვნით პრაიმერშიც გაიმარჯვა.
ვაშინგტონის პრაიმერი ფორმალურ მნისვნელობას ატარებდა, რადგან ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დელეგატების საჭირო რაოდენობის ხმები ჯერ კიდევ გასულ კვირას დააგროვა.
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ჰილარი კლინტონს ბარაკ ობამამ დაუჭირა მხარი.
დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად 25-28 ივლისს, ფილადელფიაში დაგეგმილ ყრილობაზე წარადგენს.
კლინტონის კონკურენტი რესპუბლიკური პარტიიდან დოლანდ ტრამპი იქნება.