ევროპის ჩემპიონატზე "ევრო 2016" იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის. საფეხბურთო გუნდის სპორტული ტანისამოსი აჭარაშია შეკერილი. ინფორმაციას "ბიზნესკონტაქტი“ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივნის ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეზე დაურდნ ობით ავრცელებს.
ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე ამბობს, რომ კომპანია "აჭარა ტექსტილი“ ფაბრიკებს ამ ეტაპზე ბათუმის გარდა ქობულეთშიც ფლობს და უახლოეს პერიოდში მისი გახსნა ფოთშიც არის დაგეგმილი.
საქართველოში დამზადებული სპორტული ტანისამოსით 33 გუნდი მარაგდება წარწერით Made in Georgia.
"აჭარა ტექსტილის" ქარხანა 2010 წელს გაიხსნა, ადგილზე 3000-მდე ადამიანია დასაქმებული.