დღეისათვის “მაგთიკომი” ერთადერთი ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (800 MHz და 1800 MHz) კომბინაციით, მომხმარებელს 4.5G (LTE-Advanced) ქსელს სთავაზობს.
4.5G ქსელის მთავარი უპირატესობაა სიგნალის მკვეთრად გაზრდილი შეღწევადობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 4.5G ქსელში ერთი სადგური გაცილებით უფრო ვრცელი ტერიტორიის დაფარვას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მეტი მომხმარებლის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით.
წლების განმავლობაში მაგთიკომს ინტერნეტმოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (რასაც ადასტურებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები https://analytics.gncc.ge/ka/statistics/?c=mobiles&sid=148681&f=mobinttraffic&exp=traffic). ეს იმას მოწმობს, რომ მობილური ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები მეტწილად მაგთიკომის ქსელით სარგებლობენ. LTE Advanced ტექნოლოგიის დანერგვის შედეგად კი მაგთიკომის მოხმარებელი უფრო სწრაფი მობილური ინტერნეტით ისარგებლებს.
“მაგთიკომის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანია ქართულ ბაზარზე, ტრადიციულად, ლიდერობს ინოვაციური უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით და საბაზო სადგურების რაოდენობით, რაც განაპირობებს დაფარვის ვრცელ არეალს, სტაბილურად მაღალ ხარისხს და საიმედო ქსელს.
„მაგთიკომის“ მიერ 4G და 4.5G ქსელების მხოლოდ ლიცენზირებისთვის გაწეულმა ინვესტიციამ 180 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული თანხა მთლიანად საქართველოს ბიუჯეტში მიემართება. ამას ემატება მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რაც უშუალოდ ქსელის ტექნიკურ გამართვას ესაჭიროება. მიუხედავად აღნიშნული ინვესტიციებისა, მაგთიკომმა ინტერნეტპაკეტების ტარიფები უცვლელი დატოვა.