საქართველოს დროშა ნიცაში Allianz Riviera Stadium-ზე
მკითხველებმა იციან, რომ ნიცაში პოლონეთის ნაკრებმა ანგარიშით 1-0 დაამარცხა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები და ამით ძალიან გაახარა თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი. პოლონელი ფანები და ამ ნაკრების წევრები მატჩის წინ არ მალავდნენ, რომ აპირებდნენ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების დამარცხებას ანგარიშით 2:0. ამის შესახებ გვითხრა ვარშავის მკვიდრმა ნორბერტ პრვზანოვსკიმ, რომელმაც ჩვენი დანახვისას გაიხსენა 1982 წლის მარტში ვარშავაში ჩატარებული მატჩი „ლეგია“ – „დინამო“ თბილისი. ის იყო ევროპის თასების თასის 1/ 4 ფინალი. პირველ მატჩში ვარშავაში მოიგეს ქართველმა ფეხბურთელებმა - ბურთი გაიტანა თენგიზ სულაქველიძემ. მეორე მატჩშიც თბილისში დინამოელებმა იმარჯვეს იგივე ანგარიშით-1-0, ბურთი რამაზ შენგელიამ გაიტანა და დინამოელები გავიდენენ ნახევარფინალში, სადც წააგეს ბელგიის „სტანდარტთან“.
ნორბერტმა მითხრა: „მე ჭაბუკი ვიყავი და კარგად მახსოვს ის მატჩი ვარშავაში, პოლონეთში სამხედრო მდგომარეობა იყო (ქვეყანას მართავდა ვოიცეხ იარუზელსკი-თ.პ.), მახსოვს, რომ იმ მატჩზე ბევრი სამხედრო პირი იჯდა ტრიბუნაზე და იცავდა წესრიგს. „დინამო“ თბილისი ძლიერი გუნდი იყო“. მან დასძინა, რომ ამ წელს ბათუმში ჩამოსვლას აპირებს.
ნიცის სტადიონზე Allianz Riviera Stadium მოხვედრა იოლი არ იყო- მაყურებლებს ფეხით უნდა გაევლო 3 კმ , ეს იყო ე. წ. „მარშბროსოკი“- ეს განპირობებული იყო უსაფრთხოების საკითხებით.
სხვათა შორის, სტადიონთან ახლოს დახურულ ტერიტორიამდე ბევრი გადამყიდველი ვნახეთ - ჩვენ როგორც აკრედიტებულ ჟურნალისტებს გვაქვს მატჩებზე უფასო დასწრების უფლება, მაგრან ინტერესისთვის ვიკითხეთ-რამდენად ყიდდნენ ბილეთებს? გვითხრეს - 250, 300 ევროდ და ა.შ. გადამყიდველები ევროპისა და მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე იყვნენ და ალბათ იქნებიან.
ბევრი შემოწმების შემდეგ ევრო-2016 აკრედიტებულმა ფოტოგრაფმა, ხათუნა გაბიტაშვილმა და ამ სტრიქონების ავტორმა, როგორც იქნა, შევაღწიეთ მედიაცენტრში, იქ კი ვნახეთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია. მამუკა და მე ვიცნობთ ერთმანეთს 1989-90 წლებიდან, როცა ის ჩამოდიოდა სოხუმში.... მამუკასთან და მის კოლეგასთან უეფა-ს მედია ოფიცერთან ტარას მუკოვოზთან ნიცის სტადიონის მედია-ცენტრში მოკლე და თბილი საუბრის შემდეგ გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო ... მე კი ვიფიქრე «როდის მოახერხებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და მოვესწრები თუ არა ამას?...
იმედია, საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ჩვენი ნაკრების გულშემატკივრები ისევე იზეიმებენ, როგორც პოლონელი ფანები ზეიმობდნენ ნიცის ქუჩებში.
შემდეგ მატჩს პოლონეთი 16 ივნისს გამართავს პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გერმანიის ნაკრებთან, უკრაინა კი ლიონში შეხვდება ჩრ.ირლანდიის გუნდს.
ნიცაში, სამწუხაროდ, ფანებმა ვერ აიცილეს ტრაგედია. 25 წლის ჩრ.ირლანდიელი ფანი დარენ როჯერსი დაიღუპა კლინიკაში, სადაც ის მოათავსეს უბედური შემთხვევის შემდეგ: ერთერთ პლიაჟზე ის ჩამოვარდა 8 მეტრის სიმაღლიდან და იმდენად სერიოზული ტრავმები მიიღო, რომ კლინიკაში ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა.ნიცაში 12-13 ივნისს მოხდა აგრეთვე ლოკალური ინციდენტები პოლონელ და ჩრ.ირლანდიელ ფანებს შორის, ათამდე კაცმა მიიღო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმები.
მიუხედავად ამ ინციდენტებისა, ნიცაში პარიზისგან განსხვავებით უფრო იგრძნობა ევრო-2016 და საფეხბურთო ზეიმი.
”ჯი-ეიჩ-ენი”, თენგიზ პაჭკორია, ნიცა
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები, ნიცა
--------
ფოტოზე- მ. კვარაცხელია, თ. პაჭკორია და ტ. მუკოვოზი
ჩრ. ირ ფანებთან
მატჩის ფოტოები- ერთერთ ფოტოზე ჩანს საქართველოს დროშა ტრიბუნაზე ზემოთ --თ.პაჭკორიას ხელში