ონლაინ-სესხების ბაზარი ისე უნდა დავარეგულიროთ, რომ ბაზარიც არ „მოვკლათ“ და ამ ტიპის მსესხებლების ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
საბანკო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, მარეგულირებელი არ გამორიცხავს, სექტორთან შეუთანხმებლად, ონლაინ-სესხების რეგულირების ნორმების შემუშავებას.
კობა გვენეტაძე ამბობს, რომ სულაც არ არის საჭირო ბაზრის მონაწილეებთან ყველა პუნქტი იყოს შეთანხმებული.
მისი თქმით, სებ-ი უკვე სწავლობს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას, რომლის გათვალისწინებით, მაქსიმალურად საქართველოს რეალობაზე მორგებული წესების შემოღება მოხდება.
როგორც იცით, პრობლემური მსესხებლების გამრავლების და ახალგაზრდების ჩართულობის გამო, მაღალპროცენტიანი სესხების კომპანიების რეგულაციაზე ფიქრობენ.