9:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. საღამოზე შესრულდება რახმანინოვის, მოცარტის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. სოლისტები არიან ალექსანდრე კორსანტია, თამარ ლიჩელი და სანდრო ნებიერიძე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურულიღონისძიებების ცენტრის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 2016 წლის 10-13 ივნისს თბილისისკონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისომუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც თ. ამირეჯიბის აღზრდილ და მსოფლიოში აღიარებულ ქართველმუსიკოსებთან ერთად - ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმაგიგანი - მონაწილეობედნენ ცნობილი მუსიკოსები უცხოეთიდან: დენის შაპოვალოვი (რუსეთი), კენ აისო(იაპონია), რაფალ ლუკი (პოლონეთი), კამილა ბიდლოვსკა (პოლონეთი), ალესანდრო მარინო (იტალია), გიორგიხარაძე (საქართველო-საფრანგეთი), გია იაშვილი (საქართველო-გერმანია) და ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე.
წელს საფუძველი ჩაეყარა ფესტივალისთვის ძალზედ მნიშვნელოვან მოვლენას - იტალიის ერთ-ერთსაერთაშორისო კონკურსზე - „Ibla Grand Prize" - საქართველოს სახელით დაწესდა პრემია, რაც გულისხმობსკონკურსის ლაურეატთა ჩამოყვანას საქართველოში. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალისერთ-ერთი დღე (12 ივნისი) სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულებს დაეთმო.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელის თამარ ლიჩელი, ხოლო ორგანიზატორი მანანა ფაცურია.