14 ივნისს, 19:00 საათზე, შშმ პირების უფლებების დაცვის დღეს, თიბისი გალერეა უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დახატული“ უმასპინძლებს.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, ნამუშევრები, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)