გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი სამი კანდიდატის პარლამენტის მიერ ჩაგდების ფაქტს პრეზიდენტის პრესსპიკერი სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს კიდევ ერთხელ პარლამენტი ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე.
"პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში, დღეს კიდევ ერთხელ პარლამენტი ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე სისტემის გაძლიერებისთვის. პრეზიდენტი თვლის, რომ ამ მოსამართლეების მხარდაჭერით უზენაესი სასამართლო კიდევ უფრო გაძლიერდებოდა,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
საქართველოს პარლამენტმა უზეანესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა. ნა დოლიძეს მხარი დაუჭირა 36-მა დეპუტატმა, ოთხი წინააღმდეგი იყო; თამარ ლალიაშვილი - 27 მომხრე, ორი წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.ხმების ეს რაოდენობა მოსამართლეობის კანდიდატურების დასამტკიცებლად საკმარისი არ არის.