„აჭარაში საინვესტიციო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. წლების წინ უფუნქციო ახალ ბულვარში ეხლა არაერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ამ მხრივ ამ ტერიტორიაზე დღეს ნამდვილი საინვესტიციო ბუმია. ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ დაახლოებით 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია.
ახალ ბულვარში ამ დროისთვის მიმდინარეობს 4 სასტუმროს მშენებლობა და მალე კიდევ ერთი დაემატება. შედეგად ჯამში მივიღებთ 1700 სასტუმრო ნომერს, 2600 ახალ სამუშაო ადგილს. დასაქმება კი ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია".
რეგიონში მიმდინარე სწორი საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი პროექტები ინვესტიციების მონაცემებზეც აისახა.
უკვე გვაქვს 2016 წლის პირველი კვარტლის შედეგები,რომლის მიხედვითაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 29 %-ით, 22,4 მლნ ლარით გაიზარდა, ჯამში აჭარაში 98.7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. წამყვანი სექტორები ენერგეტიკა (49.1%), ტურიზმი (29.4%) და მშენებლობაა (18.3%)
ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების გააქტიურება, რომლებზეც ინტერესი წინა წლებში სამწუხაროდ არ იყო. მაგალითად ენერგეტიკა, 2015 წელს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებზე 148,4 მლნ აშშ დოლარი მოდის, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2012 წელს 0%-ია.
2012 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა ასევე ინვესტიციების მოცულობა ტურიზმის სექტორში. (2015 წელი - 122.4 მლნ აშშ დოლარი, 2012 წელი 59.2 მლნ აშშ დოლარი).
თუ შევადარებთ ინვესტიციების წლიურ მონაცემებს დავინახავთ ინვესტიციების ყოველწლიურ მზარდ ტენდენციას. მაგალითად 2015 წელთან შედარებით:
- 2012 წელი - 152 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 141%
- 2013 წელი - 195 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 88%
- 2014 წელი - 5 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 33%
ციფრები და ახალი პროექტები ადასტურებს,რომ რეგიონის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და აჭარა საინტერესოა ბიზნესის დაწყებისთვის.